დღევანდელ სამყაროში პროდუქტის იდენტიფიკაცია გაცილებით მეტია, ვიდრე შტრიხ-კოდით მარკირება: ის გლობალური ბაზრის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. GS1-ის სტანდარტები კომპანიებს საკუთარი პროდუქციის, მომსახურების, ლოჯისტიკური ერთეულების და ფიზიკური ადგილმდებარეობის უნიკალური იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს. GS1-ის შტრიხ-კოდების, EPC ეტიკეტების და მონაცემთა გლობალური სინქრონიზაციის ქსელის ერთობლიობა ოპერაციების სიზუსტესა და გამჭვირვალობას განაპირობებს. რაც შეეხება თავად კომპანიებს – დაწყებული მარაგის ავტომატური შევსებით, დამთავრებული გაცილებით ეფექტური ექსპორტ-იმპორტით, GS1-ის სტანდარტებმა მათთვის ჰიპერეფექტური მომარაგების ქსელის დაგეგმვის შესაძლებლობა წარმოშვა. ახალი თაობის ტექნოლოგიების განვითარებამ კი კომპანიები მომხმარებელთან ინდივიდუალური უკუკავშირის განსაკუთრებული უნარით აღჭურვა.