GTIN -ის გამოყენება გააუმჯობესებს თქვენი რეკლამის ხარისხს Google-ზე
15 მაისი, 2016
Google-ის გადაწყვეტილება გამოიყენოს GTIN (გლობალური საიდენტიფიკაციო ნომერი) რეკლამის განთავსებისას Google Shopping-ზე, გაცილებით ამარტივებს ძებნას და აუმჯობესებს შედეგებს.
თავდაპირველი მოთხოვნა ვრცელდებოდა
50 ბრენდზე , ხოლო 2016 წლის 16 მაისიდან შეეხო ყველა ბრენდირებულ პროდუქტს.
რატომ არის მნიშვნელოვანი GTIN -ის გამოყენება Google-ვის?
GTIN საშუალებას აძლევს Google -ს გაიგოს რას ყიდით. ისევე როგორც eBay და Amazon, Google იყენებს GTIN-ს იმისათვის, რომ მოახდინოს პროდუქციის უნიკალური იდენტიფიკაცია.
GTIN ეხმარება Google-ს ერთმანეთს შეუსაბამოს საკუთარ კატალოგში არსებული ინფორმაცია მწარმოებლის მიერ მოწოდებულ მონაცემებს. ასევე დაუკავშიროს სხვადასხვა გამყიდველის მიერ
მოწოდებული ინფორმაცია კონკრეტულ პროდუქტს, რაც შედეგად იწვევს ძებნის ხარისხის გაუმჯობესებას და სიზუსტის გაზრდას.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით სტატიას:
• Google Commerce:
Reach more customers online: Add GTINs to your Google Shopping data feed