Skip to main content
GS1 logo
მიმდინარეობს საიტის განახლება
GS1 logo
  • ჩვენს შესახებ
  • სტანდარტები
  • შტრიხკოდის მინიჭება
  • ჩვენი წევრები
  • სიახლეები
  1. მთავარი
  2. შტრიხკოდის მინიჭება

შტრიხკოდის მინიჭება

GS1 სისტემა არის ერთადერთი ჭეშმარიტად საერთაშორისო საიდენტიფიკაციო სისტემა. ჩვენი სტანდარტების გამოყენება უზრუნველყოფს მარაგების ეფექტურ მართვას; ლოჯისტიკური ოპერაციების მოწესრიგებას და მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვში პროდუქციის მოძრაობის სრულ კონტროლს. GS1 საქართველო GS1-ის გლობალური ქსელის შემადგენელი ერთ-ერთი წევრია, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენს მიერ გაცემული შტრიხკოდი მოქმედებს ნებისმიერ ქვეყანასა თუ მომარაგების ქსელში. იმისათვის რომ ისარგებლოთ GS1-ის სტანდარტებით, თქვენი კომპანია უნდა გახდეს GS1 საქართველოს წევრი. Gგაწევრიანებისას კომპანიას მიენიჭება უნიკალური ნომერი, რომელიც GEPIR ( Global Electronic Party Information Registry) გლობალურ მონაცემთა ბაზაში განთავსდება.

გაწევრიანება